მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე: ქვეყნის მთლიანი ჩაკეტვა არ იგეგმება

ზონალური პარკირება
1605897002
COVID-19

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ მთელი ქვეყანა ჩაიკეტება. 

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება მოგვიწიოს მიზნობრივი შეჩერებები გარკვეული მიმართულებებით. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და რა მითითებებიც იქნება დარგის სპეციალისტების მხრიდან, საბჭო მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს. ქვეყნის მთლიანი ჩაკეტვა არ იგეგმება და ამაზე საუბარი, ამ ეტაპზე, არ ყოფილა“, - განაცხადა კალაძემ „იმედის“ ეთერში.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🔅ექსპერტი: კოვიდინფექცია ისე გავრცელდა, შესაძლოა, ქვეყნის სტაბილურობაზეც იმოქმედოს

🔅ბათუმში კოვიდინფიცირებული კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

🔅4 გარდაცვლილი, 100 ინფიცირებული - „აჭარა ტექსტილი“ მუშაობას არ წყვეტს