მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქალაქ დუშეთში ცხელი ხაზის ოფისი გაიხსნა

დუშეთი 144
1588055848
COVID-19

მცხეთა-მთიანეთში, საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის - 144-ის რეგიონული ოფისი გაიხსნა. ოფისი ქალაქ დუშეთში, საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსდა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებით დაკომპლექტდა.

ცხელი ხაზი დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე მუშაობს. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე დროული და ამომწურავი პასუხები მიიღონ.

ახალგახსნილი ოფისი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა მოინახულა. შალვა კერესელიძე ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და პერსონალს გაესაუბრა. ოფისი შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. ადგილზე ოპერატორებთან ერთად, რამდენიმე დამხმარე თანამშრომელიც მუშაობს. ისინი შემოსულ ინფორმაციას ამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას ახდენენ.