მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ პაციენტს COVID-19 დაუდგინდა

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585588802
COVID-19

ქალს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, COVID-19 დაუდასტურდა.

შუახნის ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და მასთან ერთად მყოფი მეორე პირიც სოხუმში, covid 19-ის ნიშნებით საავამდყოფოშია მოთავსებული.

პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოიყვანეს. ამ დროისთვის ზუგდიდში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პირი მკურნალობს.

ცნობისთვის, 30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევაა გამოვლენილი.