მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალშობილი სამშობიაროში
1594816848
COVID-19

თელავის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ჩვილი ბავშვთა კლინიკაში მკურნალობდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებული სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა მისთვის ვირუსზე ტესტის აღება გადაწყვიტეს. ამ ეტაპზე სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და დამატებითი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

11 ადამიანის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, რომელზე პასუხიც ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ბავშვის ინფიცირების წყარო უცნობია. ჩვილს მკურნალობა თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში უტარდება.