მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარაჯალაში covid-19 -ით ინფიცირებული ქალის 13 კონტაქტს ვირუსი არ დაუდასტურდა

ისრაელში კორონავირუსის მეორე ტალღა აგორდა
1593524659
COVID-19

ყარაჯალაში covid-19 -ით ინფიცირებული ქალის 13 კონტაქტს ვირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ეპიდკვლევის შედეგად, 5 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი, 2 კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებს, 3 ლოკაციაზე 117 მოქალაქე იმყოფება.

ამასთან, კახეთში საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, განსაზღვული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება გრძელდება.

29 ივნისს 59 ნიმუში აიღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. ყველას ტესტირების პასუხი ნეგატირუია.

სულ კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 6168 ნიმუში, მათში შედის როგორც მედპერსონალი, კარანტინის ვიზიტორები, სასტუმროს პერსონალი და შშმ პირები, ასევე ტრაილერისა და საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები.