მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარაჯალაში კოვიდინფიცირებული ქალის სიძეს COVID-19 დაუდასტურდა

კორონავირუსი, 2020
1592988156
COVID-19

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ინფიცირებული ქალის სიძეს COVID-19  დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცს საკარანტინო სივრციდან ინფექციურ საავადმყოფოში უახლოეს საათებში გადაიყვანენ.

მისი განცხადებით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 7 პირი თვითიზოლაციაშია.

ექიმების თქმით, ინფიცირებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

ამ დრომდე დაუდგენელია ვირუსის გავრცელების წყარო.