მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარანტინის რეჟიმში მყოფ პირთა რაოდენობა 4695-მდე გაიზარდა

კორონავირუსის კარანტინი
1585458043
COVID-19

საქართველოს მთავრობის მიერ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, COVID-19-ის გამო ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში მყოფ პირთა რაოდენობა 4695-მდე გაიზარდა.

ახალი კორონავირუსი კი ამ დროისთვის 90 პირს გამოუვლინდა. ამავე მონაცემების თანახმად სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231 მოქალაქე რჩება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დრომდე გამოჯანმრთელებულია 16 ადამიანი. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში, გარდაბანსა და მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

სპეციალისტები საზოგადოებას შინ დარჩენისა და ჰიგიენის წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწდებენ. ასევე ერთ-ერთი მთავრი რეკომენდაცია ადამიანებთან ურთიერთობისას დისტანციის დაცვაა.