მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარანტინში მყოფი 4682 პირი 86 სასტუმროშია გადანაწილებული

კორონავირუსის კარანტინი
1586358788
COVID-19

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განმარტებით სამთავრობო გუნდი ყველაფერს აკეთებს რათა, კარანტინში მყოფი პირებისთვის იქ ყოფნის პერიოდი მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა საკარანტინო მომსახურების პროგრამის მასშტაბებსა და ეფექტურ ფუნქციონირებაზე გაამახვილა ყურადღება. „მინდა ყველამ დაინახოს საკარანტინო ღონისძიებების მასშტაბურობა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი ინფორმაციით, 8 აპრილს, დილის 10:00 სთ - ის მონაცემებით, საკარანტინო ზონებში 86 სასტუმროში 4682 ადამიანი იმყოფება, რეზერვი კი 6568 ოთახია.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ჩართულია კარანტინში მყოფთა მომსახურების პროცესში. მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობს სასტუმროთა დაახლოებით 2600 -მდე თანამშრომელი, აგრეთვე ექიმები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ მეთვალყურეობას და პოლიციელებს, რომლებიც საკარანტინო ზონებს იცავენ. ასევე მინდა გამოვყო მძღოლები, რომელთაც კარანტინში მყოფნი გადაჰყავთ სასაზღვრო პუნქტებიდან საკარანტინო ზონებამდე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც საკარანტინო პროცესს მართავენ.