მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარანტინში მყოფთა რიცხვი 4972-მდე გაიზარდა

კორონავირუსის კარანტინი
1585552057
COVID-19

საქართველოს საკარანტინო სივრცეებში კიდევ 96 ადამიანი მოათავსეს, რის შედეგადაც კარანტინში მყოფ პირთა რიცხვი 4972-მდე გაიზარდა.

სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ კიდევ 2 ადამიანი იქნება. მათი საერთო რიცხვი ამ დროისთვის 266-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის 97 შემთხვევაა დადასტურებული. 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.