მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წ.
1603957112
COVID-19

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატს ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელით გაავრცელა.

„მინდა მოგახსენოთ, რომ დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში.

თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა.

მინდა მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ - წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი.

არაერთხელ მითქვამს და ახლაც განვმეორდები, რომ საქართველოს პარლამენტში მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი. მშვიდობის და განვითარების გზით სვლა, რაც „ქართული ოცნების“ მონაპოვარია შეუქცევადი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის.

მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ კახეთის განვითარებაზე ზრუნვას და ერთად შევქმნით ამ მადლიანი კუთხის წარმატების ისტორიას. ჩვენ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ კახეთისა და საქართველოს წარმატებისთვის“, - აღნიშნავს მაჯორიტარობის კანდიდატი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული, როემლთაგან 16 904 განიკურნა, 273 კი გარდაიცვალა.