მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველ ჯარისკაცებს საქართველოში დამზადებული პირბადეები გადაეცათ

ჯარისკაცებს პირბადეები გადაეცა
1585546121
COVID-19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების პირველი პარტია გადაეცა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული დეფიციტური პროდუქტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებითაა დამზადებული. პირბადეები დოლბანდისგანაა შეკერილი და მათი გამოყენება პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში მრავალჯერ შეიძლება. 

ქართული წარმოების პირბადეები უკვე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და სხვა მოხელეებს, რომლებსაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, ასევე იმ სასტუმროების პერსონალს, სადაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტებით საკარანტინო ზონებია შექმნილი. ამასთან, პირბადეების გადაცემის პროცესი მომავალშიც გავრცელდება. 

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ორგანიზებით, საქართველოში დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტის - პირბადეების წარმოება დაიწყო. ამჟამად პროგრამაში 10 საწარმოა ჩართული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 91 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 18 უკვე გამოჯანმრთელდა.