მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველი მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ

კორონავირუსის ტესტი
1585505419
COVID-19

ქართველი მეცნიერები კორონავირუსთან ბრძოლაში ახალი მეთოდით ბრძოლის მეთოდოლოგიაში ჩაერთვნენ, რაშიც ახლად გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმას გამოიყენებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრი ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (US FDA) 24 მარტს განიხილა შესაძლებლობა, გამოყენებულ იქნას COVID-19-ით კონვალესცენტის (ახლად გამოჯანმრთელებული პირის) პლაზმა COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამასთან, თითოეული ასეთი შემთხვევა უნდა შეთანხმდეს FDA-სთან. ამ გადაწყვეტილებით FDA-მ „მწვანე შუქი“ აუნთო ამ საკითხზე კვლევების დაწყებას. ამასთან, ამ გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია მთელი რიგი პირობები და შეზღუდვები, რომელთა მკაცრად შესრულება სავალდებულოა.

რამდენადაც საქართველოში უკვე არიან COVID-19-სგან პირველი გამოჯანმრთელებული ავადმყოფები - სულ 18 პირი, აგრეთვე, არიან და მომავალშიც იქნებიან კრიტიკულად მძიმე პაციენტები, ეს მეთოდი შესაძლოა სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების (რომელიც შეიცავს რიგ რთულ და მაღალტექნოლოგიურ პროცედურებს) შემდეგ გამოყენებულ იქნეს საქართველოშიც.

საქართველოს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა უკვე დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით. შედგა შეხვედრა იმ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომელიც ფლობს აღნიშნული პროდუქტის (კონვალესცენტების პლაზმის) დამზადებისთვის აუცილებელ ტექნოლოგიებს. ცენტრი გააგრძელებს კონსულტაციებს და თანამშრომლობას აღნიშნულ საკითხზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელ პარტნიორებთან.

თავად ეს მეთოდი პრინციპულად ახალი არ არის და იგი ადრე მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენებოდა რიგი მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებების: ებოლას ცხელება, SARS, MERS, H1N1 გრიპი და სხვ. სამკურნალოდ.

ამ მეთოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, რომელთა სამკურნალო პირდაპირი მოქმედების ანტიმიკრობული მედიკამენტები არ არსებობს.