მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კატასტროფული მდგომარეობაა“ - დევი ტაბიძე ეპიდვითარებაზე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი
1627460162
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, პროფესორი დევი ტაბიძე საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს.

ექიმის თქმით, ქვეყანა ლოკდაუნს ვეღარ გაუძლებს და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ სხვადასხვა ტიპის ღონისძიების გამართვისგან თავი შეიკავოს.

„ამ მდგომარეობას დავარქმევდი კატასტროფულ, SOS მდგომარეობას. ძალიან სერიოზულ პრობლემამდე მივალთ. ეს არის სტარტი იმ ცუდი პოზიციისა, რომელსაც ჩვენ, ექსპერტები და სპეციალისტები ველოდებით.

არ ვამბობ იმას, რომ ლოკდაუნი აუცილებელია, ლოკდაუნს ჩვენ ვეღარ გავუძლებთ, უბრალოდ აუცილებელია ის, რომ თავი შეიკავოს ყველამ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისგან, თუნდაც მიტინგების გამართვისგან“, - აღნიშნა დევი ტაბიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

🔴 საქართველოში შესაძლოა, საველე ჰოსპიტლები მოეწყოს

🔴 კვლევა: კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ახდეს ადამიანის ინტელექტის დონეზე

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით ადამიანი 14 210 აიცრა