მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ კაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ლაბორატორია
1595617883
COVID-19

ენგურჰესის თანამშრომელს, რომელიც ენგურის ხიდიდან დღეს რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ხელმძღვანელის ანზორ ქობალიას ინფორმაციით, მას PCR ტესტირება ჩაუტარდა, რომლის პასუხი უარყოფითია.

შუახნის კაცს, რომელიც ენგურის ხიდზე საღამოს გადმოვიდა, სწრაფი ტესტით Covid 19 დაუდგინდა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელდა 912, ხოლო გარდაცვლილია 16 პაციენტი.