მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონორთა აქცია გაიმართა

ყაზბეგი სისხლის დონაცია
1589438601
COVID-19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონორთა აქცია გაიმართა. აქცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს ორგანიზებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო ყაზბეგის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ა(ა)იპების წარმომადგენლებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა.

დონაციას  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კორონავირუსის პრევენციის მიზნით.  სისხლი შეიძლება ადამიანის განკურნების ან ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი გზა აღმოჩნდეს, რომლის გარანტიც თქვენ უანგარო დონორი ხართ!

#გაიღესისხლი #გადაარჩინესიცოცხლე #StopCov