მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კეთილსაიმედო ეპიდემიულოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეზღუდვების კვლავ შემსუბუქება იგეგმება“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1613998883
COVID-19

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების კვლავ შემსუბუქება იგეგმება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ეპიდემიულოგიური მდგომარეობა არის საკმაოდ კეთილსაიმედო, რომ ჩვენ ვიფიქროთ, შეზღუდვების კიდევ უფრო მეტად შემსუბუქებაზე.

თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია ეპიდემიური ანალიზი და ჩვენ დაველოდოთ ორკვირიან პერიოდს, რაც გვქონდა ისედაც დათქმული შეზღუდვებს შორის ინტერვალებისთვის.

ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა 15 თებერვლიდან. რაც დარჩა, ძირითადად შეეხება კულტურის სფეროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, ასევე რესტორნებთან და სივრცეებთან მიმართებაში. ეპიდემიური სურათიდან გამომდინარე, ამის ანალიზიც მოხდება“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

📢 ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გამოცხადდება.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციების მიხედვით შემსუბუქდება შეზღუდვები.

✔️ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების მოხსნა ამ კვირაში დააანონსა

✔️თამარ გაბუნია: ვაქცინის პირველი დოზები მომდევნო 3 კვირის განმავლობაში შემოვა

✔️„ვაქცინის საქართველოში შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია“ - თენგიზ ცერცვაძე