მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუნდაძე: ამ ეტაპზე კომენდანტის საათის შემოღების საჭიროება არ დგას

ქართული ოცნების მაჟორიტარი, 2020
1585560309
COVID-19

მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების გამო, მორიგი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც სხდომის დაწყების წინ, საბჭოს წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველო ვირუსის გავრცელების კუთხით პრეკრიზისულ ფაზაში იმყოფება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომენდანტის საათის შემოღების საჭიროება არ დგას.

"მიუხედავად იმისა, რომ ვიმყიფებით პრეკრიზისულ ფაზაში და ეს არის ყველაზე ურთულესი პერიოდის წინა ეტაპი, ვფიქრობ მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ მივდივართ სტაბილურად და პანიკის საფუძველი არ გვაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდეს. ამიტომ მთავარი რეკომენდაციაა, რომ დავიცვათ დისტანცია ერთმანეთისგან, სოციალური დისტანცირება არის ყველაზე მძლავრი იარაღი იმისთვის, რომ ჩვენ კორონავირუსი დავამარცხოთ. ამ ეტაპზე კომენდანტის საათის შემოღების საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. მთავარია ის რეგულაციები, რაც არის გაცემული, შევასრულოთ. საბედნიეროს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ რეკომენდაციებს ასრულებს, მაგრამ არის მცირე ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არასერიოზულად უყურებს პროცესებს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 98 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.