მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხვალ დილისთვის გვექნება მიზეზი, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია“ - ტიკარაძე გარდაცვლილ ახალციხელ მედდაზე

ეკატერინე ტიკარაძე
1616180629
COVID-19

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ახალციხელი მედდის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობს ექსპერტიზა და ხვალ დილისთვის გვეცოდინება ლეტალური შედეგის მიზეზი.

„მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, რომელსაც ყოველთვის შეუძლია ადამიანის გადარჩენა.

გარდაცვლილი მედდა იყო ისეთ კლინიკაში, სადაც მისთვის გასაწევი ყველა მანიპულაცია იქნა უზრუნველყოფილი.

ადგილზე იყო რეანიმატოლოგი და მას სასწრაფოს მისვლამდე და თბილისში გადმოყვანამდე ჩაუტარდა ყველა საჭირო დახმარება,“ - აცხადებს იგი.

მინისტრი გარდაცვლილის ოჯახს მადლობას უხდის გვამის გაკვეთაზე დათანხმებისთვის.

„მადლობა მინდა გადავუხადო მეგის ოჯახს, რომელიც ამ ფაქტს მოეკიდა საოცარი გაგებით, ვინაიდან ბევრი ოჯახი არ თანხმდება გვამის გაკვეთას.

ჩვენ გვაქვს საშუალება უფრო დეტალური ინფორმაციის მიღებისა.

ახლა ექსპერტიზა მიმდინარეობს სამხარაულში და ხვალ დილისთვის გვექნება მიზეზი, რამაც ლეტალური შედეგი გამოწვია,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს გარდაიცვალა.

სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდება.