მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კლინიკაში, კორონავირუსის დიაგნოზით, 2 წლის ბავშვი შეიყვანეს

კლინიკის გარე ფასადი
1585233513
COVID-19

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 წლის ბავშვი შეიყვანეს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა კახა იშხნელმა განაცხადა.

"მას დადასტურებული აქვს კორონავირუსი, თუმცა ფაქტობრივად უსიმპტომოა",-აღნიშნა კახა იშხნელმა.

მისი თქმით, ბავშვის ინფიცირების წყარო გამოკვლეულია.

"დადასტურებული კლასტერია, რომლის ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, მშობლები არ არიან დაინფიცირებულები, ამიტომ დედას უწევს ბავშვთან ყოფნა. ამ კლასტერში ყველა კონტაქტი მოძიებულია",- განაცხადა კახა იშხნელმა.

ბავშვი ე.წ. "ვინოტელის" კლასტერიდანაა. კორონავირუსი მის ბებიასა და ბაბუას აქვს დადასტურებული.