COVID-19

კლინიკიდან ციხის საკარანტინო სივრცეში დაბრუნებულ 5 პატიმარს კორონავირუსი აღმოაჩნდა

მსავრდებული საკანში
1606319528
დაკოპირებულია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს COVID-19 აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. 

განცხადების თანახმად, მსჯავრდებულები პენიტენციური დაწესებულებებიდან სამოქალაქო კლინიკაში სტაციონარული მომსახურების მიღების მიზნით იყვნენ გადაყვანილი.

„პენიტენციურ სისტემაში მოქმედი სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, სტაციონარული წესით კლინიკაში გადაყვანის და შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღების შემდეგ პატიმრები გადიან PCR ტესტირებას და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თავსდებიან N10 დაწესებულების ბაზაზე არსებულ საკარანტინო სივრცეში, სადაც ატარებენ 12-დღიან საკარანტინო პერიოდს. ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ მოწმდებიან PCR ტესტით და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში უბრუნდებიან სასჯელის მოხდის ადგილს, რათა არ მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში ვირუსის შეტანა.

ზემოთხსენებულმა პირებმაც კლინიკაში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, მოცემული წესის შესაბამისად, გაიარეს PCR ტესტირება 4-5 დღის ბოლოს (ტესტების პასუხი იყო უარყოფითი), რის შემდეგაც მოთავსდნენ პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში. თუმცა, საკარანტინო სივრცეში 12-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ გაიარეს PCR ტესტირება, რომლის პასუხებიც დადებითი აღმოჩნდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ინფიცირებული პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ინფიცირებული პირები კვლავ იქნენ გადაყვანილნი სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში ისე, რომ სასჯელის მოხდის ადგილას დაბრუნებულნი არ ყოფილან. ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია (ისინი არიან უსიმპტომო პაციენტები). სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მათზე კონტროლი განხორციელდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით, რათა არ იყოს ამ პატიმრებთან ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება. რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან.

ამასთან, ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, დამატებით კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ყოველ 72 საათში ერთხელ კი სწრაფი ტესტით მოწმდებიან. საკნებს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმიურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება)“, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

👉 საქართველოში კორონავირუსის 114 889 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 95 581 და გარდაცვლილია 1 085 ადამიანი.

თბილისის ანძა
მთაწმინდაზე

თბილისი 212, იმერეთი - 61 კორონავირუსის...

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 469 ინფიცირების ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა. 

1611127038

„ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

1611125976

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი 19 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

1611125910

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასახლეზე საგამოძიებო ფილმი გადაიღო. ფილმი გელენჯიკში, სოჭის მახლობლად  პუტინის სასახლეს ეხება. ამის შესახებ dw.com იუწყება.  

1611124749

დღეს, 20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.

ცნობილია, რომ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

1611124694
ნიკა ქურდიანი Efma-ს და
Mastercard-ის წლის საუკეთესო SME
ბანკირის ნომინანტია

ნიკა ქურდიანი Efma-ს და Mastercard-ის წლის სა...

Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. 

„ბიძინა ივანიშვილის წასვლა ძალიანაც არ მ...

„ბიძინა ივანიშვილის წასვლა, პიროვნულად, ძალიანაც არ მესიამოვნა და არ გამიხარდა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ასეა. ახლა მეც ვგრძნობ და ყველა ირგვლივ, მოწოდებულია მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ, თუნდაც ერთმანეთის აზრის მეტად მოსმენისკენ, რადგან ყველაფერი ამის კოორდინატორი, შეიძლება ასე ითქვას, იყო ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა თეა წულუკიანმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსო...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტური...

საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.