მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიუღებელია, რომ საქართველოს მოსახლეობამ რუსული ვაქცინა გაიკეთოს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1612357200
COVID-19

„რაც არ უნდა აღიარება ჰქონდეს რუსულ ვაქცინას, ჩვენ შემთხვევაში მორალური წნეხიც შეიძლება უფრო ძლიერი იყოს. რუსეთი ისე გვექცევა, მიუღებელია, რომ ამ ქვეყანაში შექმნილი ვაქცინა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაიკეთოს. ამიტომ ევროკავშირსა და აშშ-ში წარმოებულ ვაქცინებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, რუსული ვაქცინის ეფექტიანობა დადასტურდა, თუმცა საეჭვოა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ში ის მასობრივად გამოიყენონ.

„რუსული ვაქცინა ტექნოლოგიურად მათ დაამზადეს. კვლევებიც ჩაატარეს. გუშინ მსოფლიოში ავტორიტეტით და რანჟირებით რიგით მეორე სამედიცინო ჟურნალმა Lancet-მა გამოაქვეყნა საკმაოდ დიდი კვლევა, 21 000 ადამიანზე ჩატარებული.

მარეგულირებელ ორგანოებს დიდი და მკაცრი მოთხოვნები აქვთ, ევროპის მარეგულირებელი სააგენტო იქნება თუ ამერიკის FDA, რომელიც ყველაზე მკაცრია ამ თვალსაზრისით. ეჭვი მეპარება, ამერიკაში და ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში ასე ხელაღებით გაიყიდოს რუსული ვაქცინა“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინფორმაციისთვის, კვლევების მესამე ფაზის შედეგად დადგინდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ს ეფექტიანობა 92%-ს შეადგენს. ინფორმაცია სამედიცინო ჟურნალმა Lancet-მა გაავრცელა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

Lancet: Sputnik V-ს ვაქცინის ეფექტიანობა 92%-ს შეადგენს