მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქობულეთში, სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებს COVID-19 დაუდასტურდათ

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1600887866
COVID-19

ქობულეთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის“ ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

არსებული ინფორმაციით, საწარმომ ფაქტის გამო რამდენიმე დღით მუშაობა შეწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი ინფიცირების წყარო უცნობია. ამ ეტაპზე კი ფაბრიკაში სადეზინფექციო ღონისძიებები უკვე ჩატარდა.

ფაბრიკის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება, აქედან 5-ის პასუხი დადებითია დანარჩენის შედეგები კი სავარაუდოდ გვიან ღამით გახდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუშაობას მხოლოდ ის თანამშრომლები აგრძელებენ რომელთა ტესტირების პასუხიც უარყოფითია.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 227 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 165 კი აჭარაში დაფიქსირდა.