მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონა-კრიზისის საპროგნოზო მასშტაბები გაუარესდა

კორონაკრიზისი
1591822754
COVID-19

OECD-მ რეცესიის მასშტაბის პროგნოზი გააუარესა. კვლევის თანახმად წამყვანი ევროპული ქვყნების უმრავლესობაში ეკონომიკური ვარდნა ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწევს.

ანგარიშის მიხედვით ბრიტანეთში მშპ-ის კლება მინიმუმ 11.5% იქნება, თუმცა შესაძლოა 14%-საც მიაღწიოს. 11%-ზე უფრო მაღალი ვარდნა ემუქრებათ ასევე საფრანგეთს, ესპანეთსა და იტალიას. ვირუსმა სწორედ ეს 4 ქვეყანა დააზარალა ყველაზე მეტად. მათ ფონზე ეკონომიკის მოსალოდნელი 6.6%-იანი კლებით გერმანია შედარებით უკეთ გამოიყურება. მთლიან ევროზონაში მეორე ტალღის არქონის შემთხვევაში 9.1%-იან ვარდნაა მოსალოდნელი, ხოლო თუ მეორე ტალღაც განვითარდა 11.5%-იანი.

ევროპის გარეთ OECD-ის კვლევის თანახმად იაპონია 6%-იანი ვარდნისთვის უნდა მოემზადოს, შეერთებული შტატები კი 7.3%-იანი ვარდნისთვის.

სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში რეცესია ბევრად უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე 2009 წელს, მეტიც ის იქნება ყველაზე მძიმე დიდი დეპრესიის შემდეგ.