მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსი არ ქრება, ეს არის ინფექცია, რომელიც ჩვენთან დიდხანს დარჩება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია უნდა მიეცეს“
1634372056
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის ეთერში“, ვაქცინაციის დაბალ ტემპსა და ბუსტერულ დოზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ინფექცია არ გაქრება, ეს ვირუსია და დიდი ხანი დარჩება ჩვენთან.

ამასთან, კულუმბეგოვი ამბობს, რომ შეზღუდვების კვლავ დაწესება ქვეყანას სიდუხჭირისკენ წაიყვანს.

„ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მოქალაქე, რომლებსაც კორონავირუსი არ გადაუტანიათ და არც ხელოვნურად, ვაქცინაციის გზით შეუძენიათ იმუნიტეტი. საქმე გვაქვს დელტა შტამთან, რომლის დროსაც ერთი ადამიანის ავადობა საშუალოდ 8-9 ადამიანის ავადობის ტოლფასია. ამავე დროს, გვაქვს რეგულაციები შემსუბუქებული, პრაქტიკულად მოხსნილი და დარჩენილი რეგულაციები პრაქტიკულად შეუსრულებელი. რეალურად, ასეთ პირობებში არაფერს უნდა ველოდოთ გარდა იმისა, რა დღეშიც ვართ.

შეზღუდვების კვლავ დაწესება სიდუხჭირისკენ ქვეყნის წაყვანას ნიშნავს და ამიტომ ეს შეუძლებელია. ერთი მხრივ, სამწუხაროდ, ზოგადი პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევისთვის და იმუნური ფენის შექმნისთვის ჩვენ გვჭირდება 1,5 მილიონი ადამიანის დაავადება ან იმუნიზაცია. დაავადების შემთხვევაში ეს კიდევ 10-11 თვე გაგრძელდება. 1 წელი მინიმუმ ასეთ დღეში ვიქნებით.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვენთან 1,5%-ია, შესაბამისად, კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი. ამასთანავე, ჩვენ შეგვიძლია 2-3 თვეში ორჯერადად ავცრათ 1,5 მილიონი ადამიანი, სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია შევამციროთ 11-ჯერ, ყოველდღიური ავადობა კი 5-6-ჯერ. სახელმწიფოს ეს შეუძლია - რომ გადავთვალოთ, სადღაც იანვრის ბოლოსთვის ჩვენ უკვე ფონს გავალთ.

ვაქცინით ჩვენ ვერ გავანულებთ ინფექციას, არ ქრება ეს ინფექცია, ეს ვირუსია და დიდი ხანი ჩვენთან ერთად იქნება. მაგრამ ვაქცინირებულთა შორის იქნება 200-300 შეემთხვევა და პოსპიტალში დღეს ხუთშაბათამდე ადამიანი წევს იქნება 150-200 ადამიანი “, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, ასევე, ისაუბრა „სინოფარმის“ და „სინოვაკით“ აცრილი ადამიანის ბუსტერ დოზებზე.

„ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებით, მწარმოებელ კომპანიებზე და FDA-ზე დაყრდნობით, იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინის დამატებითი დოზები ეკუთვნის „ფაიზერის“ ვაქცინას. არც ერთ სხვა ვაქცინას ჯერჯერობით ოფიციალური „ბუსტერი“ არ სჭირდება - არც „სინოფარმს“, არც „სინოვაკს“ და არც „ასტრაზენეკას“. კვლევები აჩვენებს, რომ მძიმე დაავადება და სიკვდილიანობა ამ ვაქცინით აცრილებში 6 თვის შემდეგაც არ გაიზარდა. „ფაიზერთან“ მიმართებით იმუნური პასუხი ჩამოვარდა, ოღონდ არაჯანმრთელ და ასაკოვან პოპულაციაში. თუ ადამიანს აქვს მოგზაურობის აუცილებლობა და მიმღები ქვეყანა „ფაიზერით“ აცრის დამადასტურებელ კოვიდპასპორტს სთხოვს, სახელმწიფო აძლევს უფლებას, რომ „სინოვაკი“„სინოფარმით“ ბოლო აცრიდან 28 დღის შემდეგ, სრულად გაიაროს „ფაიზერით“ ვაქცინაცია“, - აცხადებს კულუმბეგოვი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე