მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსი და მითები მწეველების შესახებ

კორონავირუსი და მითები მწეველების შესახებ
1589457319
COVID-19

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი მითი გაჩნდა, საზოგადოება ყოველდღიურად იღებს ახალ ინფორმაციას ვირუსის შესახებ.

ასევე საკმაოდ აქტუალურია თემა რამდენად, საშიშია მწეველებისთვის კორონავირუსი. ამ საკმაოდ აქტუალურ თემაზე ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" ინფორმაციას ავრცელებს.

,,COVID-19 კაცობრიობისთვის ახალი დაავადებაა, რომელმაც პლანეტა მოიცვა, ადამიანების ჩვეული საქმიანობა გააჩერა და მათი ტვინი დაიპყრო პანდემიასთან დაკავშირებული ფაქტებით და მითებით. დაავადებების მიერ მიყენებული ზიანი მრავალმხრივია. ასეთი მასშტაბის მოვლენების დროს პანიკა ამძაფრებს აღქმას და აქვეითებს კრიტიკას ამ ინფორმაციის მიმართ. ადამიანები თავისებურად აღიქვამენ ინფორმაციას, მითუმეტეს თუ ის ჯანმრთელობას ეხება. სოციალურ ქსელებში ინფორმაციული ქარიშხალი არ იფილტრება და ნებისმიერ ადამიანამდე აღწევს, სამედიცინო პროფესიული ინფორმაციის შეუზღუდავ ნაკადს მოსდევს მითები და უსაფუძვლო დასკვნები.

მითებიდან ორს შეგახსენებთ: პირველი: ამბობენ, რომ, ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე ყველა პაციენტი მძიმდება და კვდება, და მეორე: მწეველობა იცავს ადამიანს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისაგან.

მრავალ კვლევათაგან ყველაზე სარწმუნოების შედეგებმა აჩევენა, რომ:

პაციენტები ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს COVID-19-ით ინფიცირების თვალსაზრისით. SARS COV-2-ით ინფიცირებულთა შორის ქოშინი და სუნთქვის უკმარისობა, რაც ზემოაღნიშნული დაავადებების სიმპტომია, უფრო ხშირადაა გამოხატული ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტებში, მით უმეტეს, მასთან, ვისაც დაავადება არაა აქვს სათანადოდ გაკონტროლებული. შესაბამისად, ფქოდ-თ დაავადებულებში ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით უფრო მაღალია COVID-19-ის მძიმე ფორმების პნევმონიის, სუნთქვის უკმარისობის და მძიმე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის განვითარების ალბათობა.

და ამ რეალობის საპასუხოდ, 2020 წლის23 მარტს, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გლობალურმა ინიციატივამ (GOLD-2020) გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი რჩევა პაციენტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:

1) ფქოდ-ით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა განაგრძონ თავიანთი რეგულარული თერაპიის გამოყენება COVID-19 ეპიდემიის დროს.

2) GOLD -ს არ აქვს რაიმე სამეცნიერო მტკიცებულება რომელიც ადასტურებს რომ COVID-19 ეპიდემიის დროს საინჰალაციო (ან ორალური) კორტიკოსტეროიდების გამოყენება უნდა შეიზღუდოს ფქოდის მქონე პაციენტებში

3) ფქოდი-ს მქონე პაციენტებმა უნდა განაგრძონ რეგულარული თერაპია

4) ოქსიგენოთერაპია უნდა ჩატარდეს საჭიროების შემთხვევაში სტანდარტული რეკომენდაციების შესაბამისად

რაც შეეხება მითებს მწეველობის შესახებ: კვლევას, რომლის მიხედვით თითქოს მწეველები ნაკლებად ინფიცირდებიან კორონავირუსით, სარწმუნოების არასაკმარისი ხარისხი აქვს, თანაც აქ ცალსახად ნიკოტინის ეფექტზეა ლაპარაკი და არა თამბაქოს სხვა მავნე ფაქტორებზე, მაგალითად კუპრზე, რაც ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას იწვევს. შესაბამისად ამ კვლევის შდეგები სარწმუნოდ ვერ ჩაითვლება. მწეველებთან დაკავშირებით რეკომენდაციები შემდეგია:

1) მწეველებს მოწევის გამო ხშირად არღვევენ პირბადის ტარების და სახეზე ხელის ნაკლებად მოკიდების რეკომენდაციებს, შესაბამისად მათ ინფექციის გავრცელების და აგრეთვე დაინფიცირების მეტი რისკი აქვთ.

2) გარდა ამისა, იწვევენ სასუნთქი გზების და ალვეოლების ამომფენი ქსოვილის დაზიანებას ქრონიკული ანთებით და ფიბროზით, რაც აზიანებს ბუნებრივ დამცავ ბარიერებს და ქვედა სასუნთქ გზებში ინფექციის შეღწევადობას ზრდით, შესაბამისად, იზრდება COVID-19-ის მძიმე ფორმის - პნევმონიის განვითარების რისკი. ამიტომ თამბაქოს წევის შეწყვეტის რეკომენდაციაც საკმაოდ მკაცრია"- წერია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია.