COVID-19

კორონავირუსი გლობალიზაციის პროცესს ანელებს

გლობალიზაცია კორონა
01:00 03.06
დაკოპირებულია

კორონავირუსი ეკონომიკის გარდა გლობალიზაციასაც უტევს. სახელმწიფოების საზღვრები მალე გაიხსნება, თუმცა გამკაცრებული კონტროლი კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. გააქტიურდება პროტექციონიზმის პოლიტიკაც.

2001 წელს 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, აეროპორტებში და სასაზღვრო პუნქტებში კონტროლი მთელ მსოფლიოში გამკაცრდა. ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილია, რომ იგივე მოხდება ახლაც, ოღონდ გამგზავრების მსურველს არა იარაღზე, არამედ ვირუსზე შეამოწმებენ.

თუნდაც სუპერსწრაფი ტესტი გარკვეულ დროს მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აეროპორტში უფრო ადრე უნდა გამოცხადდეს. დრო კი ფულია და იმ დაშვებითაც კი თუ ბილეთის ნომინალური ღირებულება არ გაძვირდება ეს მაინც ნიშნავს გაზრდილ ხარჯს, თუმცა ტექნიკის შეძენისა და პერსონალის დამატების ხარჯები ბილეთის ღირებულებაზე პირდაპირაც აისახება.

გამკაცრებული სასაზღრო კონტროლი ერთადერთი ნაბიჯი არ იქნება. სახელმწიფოთა უმრავლესობაში მთელი რიგი პროტექცინისტული ნაბიჯები გადაიდგმება, რისი ნიშნებიც უკვე სახეზეა. ადგილობრივი წარმოების ლობისტებს შესანიშნავი მიზეზი მიეცათ: „ჩვენ რომ უფრო მეტი სუნქვის აპარატი გვქონოდა და სხვა ქვეყნებს არ დავლოდებოდით“ „ჩვენ რომ უფრო მეტი ტესტი გვქონოდა“... მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდაო. ისინი ასევე მოიყვანენ რომელიმე ქვეყნის მიერ სურსათის ექსპორტის აკრძალვის მაგალითებს და შიმშილობის შიშის მუქარით საკუთარი ქვეყნების მთავრობებისგან ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის ნაწარმის და არა მხოლოდ აგროპროდუქციის სუბსიდირებას და იმპორტზე გადასახადების ზრდასაც მოითხოვენ.

საქართელოში გადასახადების ზრდას, აქციზის გარდა, კონსტიტუცია კრძალავს. შესაბამისად იმპორტის გადასახადი ვერ გაიზრდება. რადგან ადგილობრივი და უცხოური ნაწარმის ალკოჰოლური სასლმელი და თამბაქო აქციზით თანაბრად იბეგრება, შესაბამისად ამ მიზეზით არც აქციზის ზრდაა მოსალოდნელი.

გადასახადებისგან განსხვავებით გაიზარდა სუბსიდირების მოცულობა. გაფართოვდა პროგრამა „აწარმოე საქართელოში“ 200 ლარი გამოიყო ფერმერისთვის 1 ჰა მიწაზე, სათბურის ან საირიგაციო სისტემის მოწყობის შემთხვევაში ხარჯების ნახევარს სახელმწიფო დაფარავს.

სუბსიდია ერთის მხრივ ადგილობრივ წარმოებას ეხმარება, თუმცა კამათი იმაზე თუ რამდენად სამართლიანია გადასახადის გადამხდელების მიერ 1 ან რამდენიმე კონკრეტული პროდუქციის წარმოების დაფინანსება არ წყდება. გადასახადს ყველა იხდის, სუბსიდირებულ პროდუქციას ყველა არ მოიხმარს.

ტარიფების ზრდის შემთხვევაში სამამულო ნაწარმი უკეთ იყიდება, მაგრამ ეს მომხმარებლისთვის ხარჯების ზრდას ნიშნავს, გარდა ამისა იმავე სამამულო ნაწარმისთვის კონკურენციის ნაკლებობა შესაძლოა ხარიხსის გაუარესების საფუძველი გახდეს, პრინციპით - მაინც გაიყიდება.

ზღვაზე დასვენება

როგორ დავისვენებთ ზღვაზე პანდემიის პირობ...

ჯანდაცვის სამინისტრომ სანაპირო ზოლებისთვის, როგორც დამსვენებლებისთვის, ისე დასაქ...
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა აბიტურიენტები დალოცა. „იწყება ეროვნული გამოცდები...
17:52
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ...
17:14
60 წლის ქალი, რომელსაც ეძებდნენ, ოჯახის წევრების ინფორმაციით, განმუხურის კარანტინშია გადაყვანილი. რ...
16:57
მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გ...
16:05
გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 212 326 ადამიანი ინფიცირდა. ჯანმოს განცხადებით, ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდ...
გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 212 326 ადამიანი ინფიცირდა. ამის შესა...
რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ პა...
ჯანდაცვის სამინისტრომ დასვენებისა და გართობის პარკებში ატრაქციონების ოპერირებისთ...
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის...
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიც...
საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინ...
6 ივლისს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტ...