მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსი უკვე 500 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა

კორონავირუსისგან 500 000 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1586973858
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 2 მლნ-ს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობამ 130 000-ს თუმცა იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, რომელთა რიცხვმაც 0.5 მლნ-ს გადააჭარბა.

გრინვიჩის დროით 15 აპრილის საღამოს 18:00 საათის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი უკვე 505 782-მა ადამიანმა დაამარცხა, რაც ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის 1/4-ს უდრის.

ყველაზე მეტი - 77 800 გამოჯანმრთელებული ჩინეთზე მოდის, 72 600 გამოჯანმრთელებულით მეორე ადგილზე გერმანიაა, სამეულს 70 800 განკურნებულით ესპანეთი ასრულება.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა საქართველოშიც ყოველდღიურად იზრდება და ის ახლა 71-ს შეადგენს.