გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში კორონავირუსის 12 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 293 კოვიდინფიცირებული.
worldometers.info-ს სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე მძიმე ეპიდვითარებაა რუსეთში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 867 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 230. რუსეთი COVID 19-ის გავრცელების მასშტაბის მიხედვით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.
თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 512 შემთხვევა გამოვლინდა, 58 გარდაიცვალა; სომხეთში 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 გარდაიცვალა, აზერბაიჯანში 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 კოვიდინფიცირებული.
რუსეთი
თურქეთი
სომხეთი
აზერბაიჯანი
მსოფლიოში კორონავირუსის 28 351 973 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 20 357 351 გამოჯანმრთელებულია, 914 256 გარდაცვლილი.
ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. მიმდინარე წლის 11 მარტს ჯანმო-მ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.