მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის 13 ათასამდე ახალი შემთხვევა - ეპიდვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

ახალი კორონავირუსუსლი ინფექცია
1599816198
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში კორონავირუსის 12 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 293 კოვიდინფიცირებული.

worldometers.info-ს სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე მძიმე ეპიდვითარებაა რუსეთში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 867 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 230. რუსეთი COVID 19-ის გავრცელების მასშტაბის მიხედვით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.

თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 512 შემთხვევა გამოვლინდა, 58 გარდაიცვალა; სომხეთში 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 გარდაიცვალა, აზერბაიჯანში 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 კოვიდინფიცირებული.

საერთო სურათი ასეთია:

რუსეთი

  • ინფიცირებული: 1 051 874
  • გამოჯანმრთელებული: 868 107
  • გარდაცვლილი: 18 365

თურქეთი

  • ინფიცირებული: 286 455
  • გამოჯანმრთელებული: 255 407
  • გარდაცვლილი: 6 895

სომხეთი

  • ინფიცირებული: 45 503
  • გამოჯანმრთელებული: 41 434
  • გარდაცვლილი: 909

აზერბაიჯანი

  • ინფიცირებული: 37 874
  • გამოჯანმრთელებული: 35 269
  • გარდაცვლილი: 556

მსოფლიოში კორონავირუსის 28 351 973 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 20 357 351 გამოჯანმრთელებულია, 914 256 გარდაცვლილი.

ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. მიმდინარე წლის 11 მარტს ჯანმო-მ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.