მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის 227 შემთხვევიდან 165 აჭარაში დადასტურდა

კორონავირუსი აჭარაში
1600844841
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 165 აჭარის რეგიონში გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში კოვიდკლინიკებში 480 პაციენტი მკურნალობს, ხოლო საკარანტინო სივრცეებში 660 პირი რჩება.

ახალი შემთხვევებიდან 3 პაციენტი ორსულია, რის შედეგადაც ორსული ინფიცირებულების რიცხვი რეგიონში 24-მდე გაიზარდა. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 4 140-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულია 1 643 და გარდაცვლილია 24 პაციენტი.