მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის 577 ახალი შემთხვევა - კვირის ეპიდსიტუაცია საქართველოში

რუსეთში კორონავირუსით ადამიანი გარდაიცვალა 2020
1600000036
COVID-19

მიმდინარე კვირაში საქართველოში კორონავირუსმა რეკორდი დაამყარა. ქვეყანაში, 7 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით კორონავირუსის 577 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 59-ია.

რეკორდული მაჩვენებელი, 158 შემთხვევა მიმდინარე კვირაში 12 სექტემბერს დაფიქსირდა.

მოცემული ცხრილის საშუალებით შეგიძლიათ კორონავირუსით ინფიცირება/განკურნების კვირის შემაჯამებელი მაჩვენებლები ნახოთ, სადაც ყოველდღიური მონაცემებია აღწერილი.

თარიღი ინფიცირებული გამოჯანმრთელებული
7 სექტემბერი 34 5
8 სექტემბერი 45 6
9 სექტემბერი 44 4
10 სექტემბერი 57 9
11 სექტემბერი 87 20
12 სექტემბერი 158 9
13 სექტემბერი 152 6

მიმდინარე კვირაში COVID 19 დაუდასტურდათ როგორც მედიის წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკოსებს.

ინფიცირებულ პოლიტიკოსებს შორის არიან პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატებები ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი.

კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ვიკა ბუკიას, რომელიც კოვიდინფიცირებული პოლიტიკოსის ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლეა, ასევე, „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტს თეონა ცხომელიძეს.

მძიმე ეპიდვითარებაა აჭარაში, რომელიც წითელ ზონად გამოცხადდა. ასევე კორონავირუსის შემთხვევების მატებაა ქუთაისში, სადაც შექმნილია ე.წ. N32-ე საჯარო სკოლის კლასტერი. აღნიშნული სკოლის დირექტორს და პედაგოგებს ინფექცია გამოუვლინდათ.

შემთხვევების მატების გამო, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე სკოლებსა და უნივესტიტეტებში დისტანციური სწავლება იქნება. 1-ელი ოქტომბრიდან კი, კლასებსა და აუდიტორიებს დაუბრუნდებიან.

აიკრძალა ქორწილები და ქელეხები. თავშეყრის ადგილებში დაწესებული შეზღუდვები არ შეეხო მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიას.