მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 9 „დონას“ კლასტერია, 1 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელი

ინფექციურის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი
1599289788
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან:

  • 9 „დონას“ კლასტერია;
  • 8 ინფიცირებულთან კონტაქტი;
  • 3 იმპორტირებული შემთხვევაა, მათ შორის 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლია;
  • 1 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია.

მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან მხოლოდ 1-ის წყაროა უცნობი, რომელზეც მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.

ინფორმაციისთვის, დღეს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 გამოჯანმრთელდა.