მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოფთალმოლოგებმა კორონავირუსის ახალ სიმპტომს მიაგნეს

ჩინელი ექიმი ეკიპირებით
1585403270
COVID-19

კონიუნქტივიტი შეიძლება კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი ნიშანი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია ავრცელებს.

ამერიკელი ოფთალმოლოგები ჩინელი კოლეგების მონაცემებს ეყრდნობიან, რომელთა თანახმად, კონიუნქტივიტი COVID-19– ის დიაგნოზის მქონე ყოველ 30–ე პაციენტში გვხვდება.

კონიუნქტივიტის გარდა, პოტენციურად ინფიცირებულს უნდა ჰქონდეს კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომი ხველა, ქოშინი ან ცხელება.

ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის რეკომედაციით, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, ოფთალმოლოგიური პაციენტების მკურნალობა გარკვეული პერიოდით უნდა შეიზღუდოს.

”COVID-19 პანდემიის გამო, ყველა ოფთალმოლოგმა უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი მკურნალობა, გადაუდებელი დახმარების გარდა,” - ნათქვამია ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის წევრების რეკომენდაციებში.

ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულია 614 393, ხოლო გარდაცვლილია 28 242 ადამიანი.