მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის აფეთქებისას, კიბო არ გამქრალა“

კიბოს სკრინინგი
1597926355
COVID-19

ირლანდიელი მომღერალი ლინდა ნოლანი და ინგლისელი ჟურნალისტი ბილ თერნბელი ადამიანებს მოუწოდებენ, კორონავირუსის გამო ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე ზრუნვასა და გამოკვლევების ჩატარებას ნუ შეწყვეტენ.

nolani-da-ternbeli_o_h.jpeg

BBC-ის ინფორმაციით, მათ განსაკუთრებული ყურადღება კიბოს პრევენციაზე გაამახვილეს.

მედიასაშუალების ცნობით, ივნისის თვეში, ბრიტანეთში კიბოზე სკრინინგი 141 600-მა ადამიანმა ჩაიტარა, როცა გასული წლის იმავე თვეს, გამოკვლევებისთვის სამედიცინო დაწესებულებას 200 000-მა პირმა მიმართა.

„სამწუხაროდ, კორონავირუსის აფეთქებისას, კიბო არ გამქრალა“. - განაცხადა BBC-ის ყოფილმა წამყვანმა, ბილ თერნბელმა.

ცნობისთვის, დღეს, 20 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ონკოლოგიურ პაციენტებს სამკურნალო მედიკამენტები მკურნალობის ყველა ეტაპზე დაუფინანსდებათ.