მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის გავრცელების ახალი ეპიცენტრი დასახელდა

კორონავირუსი ეკვადორში
1589959759
COVID-19

კორონავირუსის გავცელების ახალი ეპიცენტრი შესაძლოა ლათინური ამერიკის ქვეყნები გახდეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel იტყობინება.

გამოცემის თანახმად, რეგიონის რამდენიმე ქალაქში ეპიდსიტუაცია ისეთივე მძიმეა, როგორც ამერიკასა და ევროპაში პანდემიის პიკის დროს იყო. პერუს დედაქალაქ ლიმაში ვითარება ისეთივე რთულია, როგორც პარიზში იყო, ბრაზილიის ქალაქ მანაუსში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით ისეთივეა, როგორც ლონდონსა და მადრიდში.

ეპიდსიტუაცია ყველაზე მძიმეა ბრაზილიაში, სადაც ექიმების განცხადებით, ხელისუფლების უპასუხისმგებლობისა და რბილი შეზღუდვების გამო, ქვეყანაში კორონავირუსით შესაძლოა 100 000 ადმაინი გარდაიცვალოს.

ამ დროისთვის ბრაზილია კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევებით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 272 000-მდე ფაქტი და გარდაცვლილია 18 000-მდე ადამიანი.