COVID-19

კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა 45%-ზე მეტი G7-ის ქვეყნებზე მოდის

დიდი შვიდიანი კორონა
10:56 26.03
დაკოპირებულია

კორონავირუსი განვითარებულ ქვეყნებში გაცილებით სწრაფად გავრცელდა, ვიდრე განვითარებადში, შესაძლოა გარკვეულწილად ეს აღურიცხაობასა და სუსტ სტატისტიკასაც დაბრალდეს, თუმცა უმთავრესი მიზეზი უფრო ხშირი კონტაქტია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მისი საზღვრებს გარეთ.

G7-ის, იგივე დიდი შვიდიანის ქვეყნების მოსახლეობის წილი დედამიწის მოსახლეობის 10%-ს შეადგენს, თუმცა ეს სახელმწიფოები ჯამურად პლანეტის მშპ-ს 45%-ზე მეტს ფლობენ. ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევათა თითქმის ნახევარი სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის.

1)     იტალია - 74 386 (7503)

2)     აშშ - 68 489 (1032)

3)     გერმანია - 37 323 (206)

4)     საფრანგეთი - 25 233 (1331)

5)     ბრიტანეთი - 9529 (465)

6)     კანადა - 3409 (36)

7)     იაპონია - 1307 (45)

ეს ჯამში 219 676 შემთხვევაა, რაც მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობის 46.5%-ს შეადგენს. ამ 7 ქვეყანაში კორონავირუსით სულ 10 618 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 49.8%.

იტალიის შემდეგ, კორონავირუსის გამო სიტუაცია მძიმდება შეერთებულ შტატებში და დიდი შვიდიანის არაწევრ ესპანეთში. ბოლო 3 დღეა აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთნიშნა რიცხვით იზრდება და ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ის ჩინეთსაც გაუსწრებს. ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი მეოთხე ადგილზეა, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობით 25 მარტს ესპანეთმა ჩინეთს გაასწრო და მეორე ადგილი დაიკავა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„იშვიათია ისეთი შემცირება ვირუსით დაინფიცირების რისკისა, როგორც ეს მოახერხა ცესკომ. დეტალურად ვართ ს...
00:20
„ეს მე აღვიქვი როგორც ჩვენი აგვისტოს ომში დაცემული გმირების საფლავში ჩაფურთხება, – პირდაპირ გეტყვით...
00:12
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 285 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი სა...
23:47 29.10
„არ არსებობს სფერო, სადაც ხელშესახები, კონკრეტული რეფორმა და პროგრამები არ განხორციელებულებულა. გულწ...
23:42 29.10
გუდაუთას საავადმყოფო

68 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვლილი - ეპიდვით...

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 ადამიანი ვირუსს ემსხვერპ...
22:56 29.10
მამუკა იოსელიანი: მივიდეთ ყველა და ხმა მ...
ექიმმა მამუკა იოსელიანმა ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „ა...
ჰარცელი არჩევნებზე: მთავარია არა ის თუ ვ...
„ჩვენთვის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის მთავარია არა ის,...
მარიკა სამანიშვილი: ზაზა ლომინაძეს და იო...
„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ზაზა ლომინაძეს და ქუთაისის მერობის კან...