მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - ინდოეთში მძიმე ეპიდვითარებაა

კორონავირუსი ინდოეთი 2 მლნ
1596910461
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 63,994 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. 868 კოვიდინფიცირებული გარდაცვლილია.

worldometers.info-ს სტატისტიკური მონაცემებით, ინდოეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანაში კოვიდის ჯამში 2,150,858 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1,476,994 გამოჯანმრთელებულია, 43,446 გარდაცვლილი.

ინდოეთს უსწრებენ აშშ 5,120,057 დადასტურებული შემთხვევით და ბრაზილია 2,988,796 გამოვლენილი შემთხვევით.

აშშ-ში, ბოლო 24 საათში კოვიდის 24,533 შემთხვევა გამოვლინდა, 475 გარდაიცვალა. ბრაზილიაში 21,732 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, 538 გარდაცვლილია.

მსოფლიოში კორონავირუსის 19,699,773 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 12,639,529 გამოჯანმრთელებულია, 727,002 გარდაცვლილი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 3 თვით გაახანგრძლივა. ჯანმომ შესაბამისი გადაწყვეტილება 1-ელ აგვისტოს მიიღო.