მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის შემთხვევის გამო ბათუმის სამშობიარო სახლმა პაციენტების მიღება შეზღუდა

ბათუმის სამშობიარო სახლში პაციენტების მიღება შეიზღუდა
1599636912
COVID-19

ბათუმის სამშობიარო სახლმა, თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურების გამო, ახალი პაციენტების მიღება შეზღუდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს სამშობიარო სახლის საზოდაოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ინფიცირებული თანამშრომელი მედპერსონალის წარმომაგდენელი არ არის. ამ დროისთვის, სამშობიაროში დაწყებულია თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირება.

ინფორმაციისთვის, აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 7 ე.წ. ხოფის ბაზრობას უკავშირდება, ხოლო 3 იუსტიციის სახლის ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახური კონტაქტებია.