მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის სიმპტომებით 5 სამხედრო კლინიკაში მოათავსეს

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585169671
COVID-19

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ნათია მინდაძის ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომებით ვაზიანის სამხედრო ბაზიდან 5 პირია კლინიკაში შეყვანილი.

როგორც ექიმი აცხადებს, გაირკვა, რომ აღნიშნული სამხედროები სამი დღის წინ მარნეულში იმყოფებოდნენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.

მისივე თქმით, სამხედროების მდგომარეობა სტაბილურია.

"ეს 5 პაციენტი გადმოყვანილია ვაზიანის სამხედრო ბაზიდან. მათ გუშინ საღამოდან აღენიშნათ ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, ზოგადი საერთო სისუსტე. შემდგომი გამოკვლევის მიზნით შემოყვანილები არიან ჩვენს კლინიკაში. დაწყებულია კვლევები, ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით კვლევების შედეგებს. ისინი სამი დღის წინ იმყოფებოდნენ მარნეულში თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად",- აღნიშნა ექიმმა ტელეკომპანია "პირველთან" საუბარში.

ამ დროისთვის, საქართველოში Covid 19-ით 75 პირია ინფიცირებული, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.