მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის უპრეცედენტოდ მაღალი შემთხვევა - ეპიდვითარება იმერეთში

ქუთაისის მედიცინის ცენტრი
1602835923
COVID-19

იმერეთში კორონავირუსის უპრეცედენტოდ მაღალი - 198 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულები სხვადასხვა კოვიდმიმღებ ცენტრებში გადანაწილდნენ. ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ქუთაისს უკავშირდება.

ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა. ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 63 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 მძიმე და 3 კრიტიკულად მძიმეა.

„ბომონდის“ კლინიკაში მკურნალობას 87 ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს.

იმერეთის მასშტაბით კოვიდკლინიკებში მკურნალობს 800-მდე, ხოლო კოვიდ სასტუმროებში 200-მდე პაციენტი.
კარანტიმშია 1500-მდე მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 246 გამოჯანმრთელდა, 11 გარდაიცვალა.