მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის ვაქცინა ადამიანზე გამოსცადეს (ვიდეო)

ვაქცინა, კორონავირუსი
1584388320
COVID-19

ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანებზე გამოსცადეს.

"ამერიკის ხმის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული კვლევის ფარგლებში, COVID-19-ის ვაქცინით პირველი 43 წლის ჯენიფერ ჰალერი აცრეს.

ტესტირების საწყის ეტაპში მონაწილეობას 45 ახალგაზრდა, ჯანმრთელი მოხალისე მიიღებს. სპეციალისტების თქმით, გამოცდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პრეპარატის წარმოებაში ჩაშვებისთვის 12-დან 18 თვემდე ვადა იქნება საჭირო.

"ექსპერიმენტის მონაწილეების კორონავირუსით ინფიცირება გამორიცხულია, ვინაიდან სატესტო ნიმუშები ვირუსს არ შეიცავს. გამოცდის მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ აქვს, რის შემდეგაც მისი ფართომასშტაბიანი ტესტირება იქნება შესაძლებელი", - აცხადებენ მკვლევარები.

ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სურდო, ხველება და გართულებული სუნთქვაა.