მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის ვაქცინა ისრაელში შექმნეს

კორონავირუსი, ვაქცინა, ისრაელი, ლაბორატორია
1588670106
COVID-19

ისრაელის მთავარ ბიოლოგიურ კვლევით ლაბორატორიაში კორონავირუსის ანტისხეული შეიქმნა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა და ფაქტს COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში „მნიშვნელოვანი გარღვევა“ უწოდა.

„მონოკლონური ნეიტრალიზებული ანტისხეული“ უკვე აღმოაჩინეს ისრაელის ბიოლოგიურ კვლევით ინსტიტუტში (IIBR) და მას შეუძლია კორონა-ვირუსის განეიტრალება ცოცხალ ორგანიზმში, ნათქვამია თავდაცვის მინისტრის, ნაფტალი ბენეტის განცხადებაში.

IIBR-ის დირექტორის, სემუელ შაპიროს განცხადებით, ანტისხეულის ფორმულის დაპატენტების შემდეგ საერთაშორისო მომწოდებლებს შესაძლებლობა ექნებათ მსოფლიოს მასშტაბით აწარმოონ ვაქცინა და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადონ.

IIBR ისრაელის ერთ-ერთი მოწინავე კვლევითი ლაბორატორიაა, რომელიც თავიდანვე ჩართული იყო კორონა ვირუსთან ბრძოლაში. მკვლევარები უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ ვაქცინის შექმნაზე. საწყის ეტაპზე ვაქცინის ტესტირება უკვე დასრულებულია.