მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმას სხვების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“ - ცერცვაძე

ინფექციურის დირექტორი
1612886243
COVID-19

„COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმას შეუძლია სხვების სიცოცხლის გადარჩენა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს.

ცერცვაძე აცხადებს, რომ ეს მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა შეიცავს ვირუსის საწინააღმდეგო ე.წ. დამცავ ანტისხეულებს.

„ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი COVID 19-ის მკურნალობის კლინიკურ ჯგუფთან ერთად COVID 19-ით პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. სტანდარტულ თერაპიასთა ერთად წარმატებით იყენებს სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდებს და მიდგომებს.

ერთ-ერთი ასეთი მეთოდია COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმის გადასხმა. ეს მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა შეიცავს ვირუსის საწინააღმდეგო ე.წ. დამცავ (მანეიტრალიზებელ) ანტისხეულებს, რომლებიც COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უკავშირდებიან ვირუსს (SARS-CoV-2-ს) და ანეიტრალებენ მათ.

კონვალესცენტის პლაზმის გამოყენება ეფექტიანია დაავადების ადრეულ სტადიაზე (პირველი 10 დღე), როცა COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში ხდება ვირუსის აქტიური რეპლიკაცია (გამრავლება). პლაზმის ეფექტიანობა დამოკიდებულია მასში ე.წ. დამცავი (მანეიტრალიზებელი) ანტისხეულების კონცენტრაციაზე.

COVID 19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში სამკურნალოდ აღნიშნულ მეთოდს მიღებული აქვს აშშ-ის FDA-ის ნებართვა გადაუდებელ შემთხვევებში მისი გამოყენების (Emergency Use Authorization) თაობაზე.

უფრო მეტიც, 2020 წლის ივლისში აშშ FDA-ის ხელმძღვანელმა Stephen Hahn-მა COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს მოუწოდა პლაზმის დონაციაზე სხვების (COVID-19-ით პაციენტების) სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ყოველი 100 შემთხვევა გარდაცვალების დამატებით ერთ ან ორ ფაქტს ნიშნავს“ - თამარ გაბუნია

✔️ ჯანმო: ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა