მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 2 პაციენტი აჭარიდანაა

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები
1601276778
COVID-19

აჭარაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა, ორივე, მამაკაცი. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გარდაცვლილთა შორის ერთი 65 წლის პაციენტია, რომელიც „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში“ მკურნალობდა. იგი კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ კორონავირუსის დიაგნოზით 22 სექტემბერს შეიყვანეს. პაციენტს ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და გულის ქრონიკული უკმარისობა ჰქონდა.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გადატანილი ჰქონდა მოიკარდიომის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ორმხრივი ჰიდროთორაქსი.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 07:45 საათზე“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მეორე გარდაცვლილი 70 წლის პაციენტია, რომელიც ასევე ბათუმის „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში“ იწვა. იგი კლინიკაში 21 სექტემერს შეიყვანეს.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს გადატანილი ჰქონდა: ინსულტი, ვეგატატიური სტატუსი.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 08:25 საათზე“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რის შედეგადაც ჯამური რიცხვი 5 552-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 2 054 და გარდაცვლილია 30 პაციენტი.