მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი 30 წლამდე პირია

კორონავირუსი რუსეთში
1603267005
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთ-ერთი 30 წლამდე ადამიანია. გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური შეფასება.

„სამწუხაროდ, დღეის დილისთვის გარდაცვლილია 14 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში. არის ბათუმი, ქუთაისიც, თბილისიც.

რაც შეეხება ასაკს, ძირითადად არის ხანდაზმული, თუმცა, სამწუხაროდ, ერთი გვაქვს ახალგაზრდა ასაკი, 30 წლამდე. ვერ გეტყვით მიზეზებს, მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა. კლინიცისტების მიერ ირჩევა თითოეული შემთხვევა, ეს არ არის ღია ეთერში გასარჩევი საკითხი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

ინფორმაციისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 9 003 გამოჯანმრთელებულია, გარდაცვლილია 172.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ: 👇

📢 კორონავირუსი გურიის გუბერნატორს დაუდასტურდა

📢 როგორ ხდება ბინაზე და სასტუმროებში კოვიდინფიცირბელების მკურნალობა

📢 საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

📢 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა

📢 თბილისში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა დადასტურდა