მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირების 29 874 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - აშშ ახალ რეკორდს ხსნის

აშშ კორონა
1585899192
COVID-19

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 29 874 შემთხვევა გამოვლინდა, რაც საქართველოს ჯამურ მაჩვენებელს 200-ჯერ აღემატება.

მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში 93 053 ადამიანია ინფიცირებული, მეტი ვიდრე ჩინეთში. ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს ნიუ-ჯერსის, კალიფორნიისა და მიჩიგანის შტატებშიც.

ზუსტად 1 თვის წინ, 3 მარტს, აშშ-ში ინფიცირების 106 შემთხვევა იყო აღრიცხული. 1 თვეში ეს რიცხვი 2315-ჯერ 245 373-მდე გაიზარდა, რაც თავის მხრივ ჩინეთის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.

ინფიცირებულ პირებთან ერთად სწრაფად იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც და ის უკვე 6095-ს აღწევს, რაც იტალიისა და ესპანეთის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რიცხვი 968-ით გაიზარდა.

2 აპრილის საღამოს მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მლნ-ს გადააჭარბა.