მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია

სომხეთში დაავდებულთა რიცხვი
1585295665
COVID-19

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით იფიცირებული 2 წლის ბავშვის მდგომარეობა დადებითია.

როგორც კლინიკის დირექტორი კახა იშხნელი ჟურნალისტებს განუცხადა, 2 წლის ბავშვის შემთხვევაში ინფექცია კლინიკურად უსიმპტომოა.

"როგორც კლასიკური ვარიანტია, რა თქმა უნდა, ბავშვთან მიდის მსუბუქ ფორმებში, თითქმის უსიმპტომოა მიმდინარეობა. უსიმპტომოდ მიმდინარეობს ეს ყველაფერი, მხოლოდ კვლევების საფუძველზე დადგინდა, მაგრამ რა თქმა უბდა ბავშვის მდგომაროება, როგორც ასეთი, ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა. თუმცა, საბედნიეროდ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია", - აღნიშნა კახა იშხნელმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 81 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 13 გამოჯანმრთელდა.