მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პირი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ლაბორატორია
1585383626
COVID-19

ჰოსპიტალური ქსელების "მედალფას" აჭარისა და გურიის რეგიონალური დირექტორის ლევან ანთაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ პირს მკურნალობის პროცესში ხელოვნური სუნთქვის აპარატით დახმარება დასჭირდა.

მისივე ინფორმაციით ამავე პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია.

"ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარებაში, აღმოაჩნდა აღმოაჩნდა საშვალოზე მძმე პნევმონია, გადაყვანილია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია", - განაცხადა ლევან ანთაძემ "კურიერთან" საუბრისას.

 28 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ქვეყანაში 14 გამოჯანმრთელებული პაციენტია. 4534 პირი კი კარანტინის რეჟიმში იმყოფება.