მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების მდგომარეობა სტაბილური რჩება

ორსული ქალის გასინჯვა
1586420761
COVID-19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქალბატონებისა და ნაყოფების სასიცოცხლო ფუნქციები შენარჩუნებულია.

როგორც ლევან რატიანმა განაცხადა, კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული ორი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მათთან კლინიკური გამოვლინებები არ ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსის 214 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 50, ხოლო გარდაცვლილია 3 პაციენტი.