მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრი
1585230913
COVID-19

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა მძიმე არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 22 კვირის ორსული 25 წლის არის, რომელმაც 15 მარტს გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. მას ჰქონდა ტემპერატურა, შესაბამისად ჩაუტარდა სწრაფი ტესტი და დაუდგინდა კოროავირუსი.

"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმე არ არის, ტემპერატურა ამ მომენტისთვის არ აქვს, შემოსვლისას ჰქონდა 37.1. ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა კარგად ისმის. ჩვენთან ეს პირველი შემთხვევაა, მაგრამ იტალიაში იყო სამი ორსული, რომლებსაც კორონავირუსი აღმოაჩნდათ, მათ იმშობიარეს, თუმცა ეს ინფექცია ჩვილებს არ აღმოაჩნდათ", - აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დაუდგენელია მას ეს ვირუსი ბოლნისში გადაედო, თუ მოგზაურობისას დაუფიქსირდა. ორსული ქალი ქართულ ენას არ ფლობს, შესაბამისად, ამ ეტაპზე დეტალები გარკვეული არ არის.

"ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს არის მარნეულის კლასტერი",- აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.